„დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მეორე ტრანსფერი განახორციელა

11 იანვარი 2024, 10:08 448 ნახვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო ბათუმმა“ ახალი სეზონისთვის მეორე ტრანსფერი განახორციელა. შავიზღვისპირელებმა სერბი მცველის, ბოიან მლადიოვიჩის შემდეგ „გორის“ დილადან ონორე გომისი დაიმატეს.

27 წლის სენეგალელმა შემტევმა ბათუმელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სეზონის ბოლოს შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. გომისმა გორელთა მაისურით, საერთო ჯამში 72 მატჩში ჩაატარა და თავი 14 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

აქვე გეტყვით, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ "დინამო“ ბათუმი: საშა ბალიჩს, გიორგი რეხვიაშვილს, თორნიკე კაპანაძეს,  მათე ვაწაძეს, ალექსანდრ იაკობსენს, ანტონ ჩიჩკანს, გიორგი ბეგაშვილს, ჯოვინო ფლამარიონს, გრიგოლ ჩაბრაძეს და გიორგი ზარიას დაემშვიდობა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი