„დინამო“ ბათუმმა ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო. ბათუმელები პირველ ამხანაგურ შეხვედრას 18 იანვარს, ფოთის „კოლხეთთან" გამართავენ.
ამის შემდეგ კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 20 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ზამთრის პირველ საწვრთნელ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაივლის, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
შავიზღვისპირელები 24 იანვარს „ტერმალიცასთან“, 28 იანვარს „შკენდიასთან“ და 1 თებერვალს „ზაგლებიესთან“ ითამაშებენ. „დინამო" ბათუმი ზამთრის მეორე საწვრთნელ შეკრებას 7 თებერვლიდან 21 თებერვლამდე კვლავ ანტალიაში გაივლის, სადაც ამჯერად ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს.
ანდრეი დემჩენკოს შეგირდები 11 თებერვალს „კოლოსთან“, 14 თებერვალს „ზორიასთან“ და 20 თებერვალს „რიგასთან“მოსინჯავენ ძალებს. მეორე შეკრებაზე გასამართი კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის თარიღი და მეტოქე გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.