მაღალი ტემპერატურა, ყელის და თავის ტკივილი, ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება, პნევმონია ქვეყანაში 200-მდე სხვადახვა ვირუსი ცირკულირებს. მათ შორის ეიჩ ერთი ენ ერთი, ა და ბე გრიპის ვირუსი, რესპირატორული ინფექციები და კორონავირუსი.
მიმართვიანობა როგორც ამბულატორიებში, ისე სტაციონარებში გაზრდილია, თუმცა მედიკოსების პროგნოზით ჯერ პიკი წინ არის.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 90-მდე პაციენტი მკურნალობს.