ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს 

06 იანვარი 2024, 14:09 584 ნახვა

ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავს დაესხნენ. რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა.

თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.

ტელეწამყვანის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი