გიორგი მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა

04 იანვარი 2024, 19:41 847 ნახვა

ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე იჯარით „მეცში“ დაბრუნდა. 
ინფორმაცია “აიაქსის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

გიორგი ფრანგულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და „მეცს“ ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება 10 მილიონად ექნება.

მიქაუტაძე სწორედ “მეციდან, “ აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

“მეცი” ამ დროისთვის ლიგა 1-ში 16 ქულით მე-14 ადგილზეა.

ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში