საახალწლო კონცერტი ხულოში

03 იანვარი 2024, 14:39 490 ნახვა

საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან ხულოში. სხვადასხვა სახის აქტივობები ამ წუთებში იწყება. მოწყობილია საახალწლო ჯიხურები, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მიმდინარეობს. დაგეგმილია ზღაპრების გმირების მსვლელობა.

საახალწლო კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, დღის ბოლოს კი ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ასევე გიორგი მახარაშვილი იმღერებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში