ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

30 დეკემბერი 2023, 15:24 729 ნახვა

ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, აწ უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში „სიმძიმის ცენტრის მისიის“ შესასრულებლად დაბრუნდა და მისი ნაბიჯი - გუნდის ცდუნებებისგან დაცვას ემსახურება. პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების განაცხადი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ივანიშვილის განცხადებით პოლიტიკაში მისი დაბრუნება საარჩევნო მიზნებს არ უკავშირდება, ამბობს,რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანიის გარეშეც 90-100 სადეპუტატო მანდატს აიღებს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ყრილობის დახურულ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს, რომელსაც 350 დელეგატი დაესწრო, შეხვედრაზე მედიასთან კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების წევრებმაც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი