საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2023 გაიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბათუმელ ჯაბა ჭანტურიას გადაეცა.
''ჯაბა ჭანტურიას მშობლიურ ბათუმში, 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. გარდა ამისა, ჯაბა ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონის, პორტუს ბათუმის მთავარი მწვრთნელია. პარალელურად, რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა'' - ასე წარადგინეს ჯაბა ჭანტურია GFF Awards 2023-ზე.
ჯაბას ორგანიზებით ბათუმში არაერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ტურნირები გაიმართა ბავშვთა ფეხბურთში, ქვიშის ფეხბურთში, ფუტვოლეიში და ვეტერანთა შორის.
მიმდინარე წელს ჯაბა ჭანტურიას ორგანიზებით ბათუმში მასშტაბური ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი BATUMI CUP-2023 გაიმართა, სადაც ქართული საფეხბურთო აკადემიების გარდა ''ვალენსიის'', ''მარსელის'', ''ალკამაარის'' და ''რიზესპორის'' აკადემიები მონაწილეობდნენ.