გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი.
მათივე ცნობით, სულ ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღევევბს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც.
სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.