მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა

26 დეკემბერი 2023, 11:41 546 ნახვა

როგორ აპირებს საქართველო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულებას? სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და დოკუმენტი ევროკომისიასაც გადაეგზავნა. მასში თავმოყრილია არა მარტო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები,არამედ საუბარია ვადებსა და პასუხისმგებელ უწყებებზეც. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან; გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება; მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად და თავისუფალი,სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, ამავე დოკუმენტში საუბარია ანტიკორუფციული ბიუროზე, დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებაზე, ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი