რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართული საშობაო წირვისას მსოფლიოში მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ის ღაზაში არსებულ ვითარებას შეეხო და თქვა, რომ ახლა იქ "ღმერთის სიკეთე უარყოფილია". მანამდე რომის პაპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ გააჟღერა მოწოდება.