ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც, ნინოშვილის ქუჩაზე, ორ სართული საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილობრივები შესაბამისი უწყებისგან რეაგირებას ელოდებიან, რომ მოხდეს საცხოვრებლის გადახურვა.