ანსამბლ “არსიანის” კონცერტი

24 დეკემბერი 2023, 11:58 572 ნახვა

არსიანი საუკუნოვანი ისტორიით“ - აჭარის აკადემიურმა ანსამბლმა 2023 წელი საანგარიშო კონცერტით შეაჯამა.მუსიკალურ ცენტრში მაყურებელმა ორ განყოფილებიანი, სრული პროგრამა იხილა, 2 საათიან კონცერტზე მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი თაობის შემსრულებლები წარდგნენ. ვეტერანი მოცეკვავეების სცენაზე გამოჩენამ განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია. შესრულდა 25- მდე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომერი,მათ შორის გამორჩეული იყო „ფიროსმანი“ და „თამარ მეფე“.ანსამბლს წლის განმავლობაში კონცერტები როგორც საქართველოს რეგიონებში,ასევე ევროპის ქვეყნებშიც ჰქონდა, ახალ პროგრამას კი არსიანი მაყურებელსა და მსმენელს მომავალი წლის მაისიდან შესთავაზებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში