„ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას 30 დეკემბერს გამართავს - ბრიფინგი პარტიაში

22 დეკემბერი 2023, 15:11 422 ნახვა

30 დეკემბერს „ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება 350-მდე დელეგატის მონაწილეობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და საპარლამენტო არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა.

 

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა არსებითად უცვლელი სახით დამტკიცდება.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, ფაქტობრივად, არ იყვნენ ჩართული პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე დამტკიცდა პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით და ახლა ვამცირებთ, 15+1 იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში