ქობულეთის საკრებულოს სხდომა

19 დეკემბერი 2023, 14:41 361 ნახვა

საკრებულოს სხდომა იყო ქობულეთშიც. დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანეს. ეკონომიების ხარჯზე ბიუჯეტს 262 ათასი ლარი დაემატა. მერის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას წლის ბოლოს საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის საკითხზე ისაუბრა, მისი თქმით, ამისთვის 238 ათას 400 ლარია საჭირო. ფულად ჯილდოს არ მიიღებენ მერი, მოადგილეები და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები. გარდა ამისა სხდომაზე კამათი იყო საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ლაშა კომახიძის შორის.მმართველი პარტიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის წევრებმა მუხაესტატეში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ცრუ ბრალდებები გააჟღერეს, თითქოსდა ისინი მოსახლეობის მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებზე მუშაობენ ფრაქციების და ბიუროს სხდომებზე. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას კონკრეტული საკითხები, რაც მუხაესტატეში მოსახლეობასთან გააჟღერეს, არასოდეს არ დაუყენებიათ საკრებულოს სხდომაზე. თავად ლაშა კომახიძე ქართული ოცნების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში