ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო

18 დეკემბერი 2023, 19:53 1388 ნახვა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შიდა საუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები მიმდინარეობს, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მონაწილეებმა სისხლის სამართლის კონკრეტული საქმე განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კი სათათბირო ოთახში საბოლოო ვერდიქტზე იმსჯელეს. პროექტში მონაწილე თითოეული უნივერსიტეტის გუნდებმა (დაცვა-ბრალდება) და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა წარმოადგინეს, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტის 12 სტუდენტისაგან შედგებოდა. დაცვის გუნდი ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა/ფასილიტატორებმა, ხოლო, ბრალდების გუნდი საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა შეაფასეს. შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებული პროცესები ჩემპიონატის მონაწილე უნივერსიტეტებში თვის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ კი, ფასილიტატორების შეფასების საფუძველზე ორი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება რეგიონებიდან, ხოლო, ორი თბილისიდან. საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებენ. ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი