პრემიერის მიმართ კრიტიკულია ოპოზიცია. მათი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ პრემიერი პარლამენტში მივიდოდა და მოსახლეობას საკუთარ ანგარიშს ამ ფორმით წარუდგენდა. ამბობენ, რომ მთავრობის ანგარიში პოპულისტურია და სიახლეების მოსმენის მოლოდინი არ ჰქონიათ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი გამოწვევებით სავსე იყო და ხელისუფლებამ წარმატებით გაართვა თავი ყველა სიახლეს. მათი თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას და სირთულეს ღირსეულად პასუხობს.