ლერი აბულაძე 2023 წლის მსოფიოს საუკეთესო მოჭიდავის ნომინაციაშია წარდგენილი

17 დეკემბერი 2023, 17:59 707 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავის ნომინაციაშია წარდგენილი. აბულაძემ მიმდინარე წელს 63 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის პლანეტის პირველობის ფინალში 2021 და 2022 წელსაც იყო გასული, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. დღეს, 17 დეკემბერს ხმის მიცემის ბოლო დღეა. ხმის მიცემა (UWW) მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალურ Facebook, Instagram და YouTube პლატფორმებზეა შესაძლებელი. ხმის მისაცემად ვიდეოს კომენტარებში ლათინურად უნდა დაწეროთ – Leri Abuladze.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი