გარდამტეხ სამიტამდე და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე საბჭო დასკვნას აქვეყნებს. საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის ანგარიშს და რეკომენდაციებს საქართველოს შესახებ და ევროსაბჭოს მიერ ამ საკითხის მომავალი განხილვის მოლოდინშია - აღნიშნულია,როგორც უკვე გითხარით, ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს გაფართოების შესახებ დასკვნაში. საბჭო საქართველოს მოუწოდებს განაგრძოს პროგრესი დღის წესრიგში არსებულ რეფორმებში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები,რადგან მომავალი წევრობისკენ წინ წავიდეს. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.