გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლეს საბჭოში

12 დეკემბერი 2023, 11:43 596 ნახვა

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი დაგლას უები აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდა. UNDP-ის დირექტორმა შეხვედრა რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან გამართა. საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობით უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. ევროკავშირი არა ერთი პროექტის და რეფორმის მხარდამჭერია. მათ შორის შემუშავდა შენობის და ვებგვერდის ხელმისაწვდომობის კონცეფციები, ასევე შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და ახალი ვებ პორტალი, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა ელექტრონულ სერვისს სთავაზობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ UNDP-ის ხელმძღვანელმა დაათვალიერა უმაღლესი საბჭოს შენობა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მუშაობას გაეცნო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი