კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

11 დეკემბერი 2023, 14:50 401 ნახვა

გადამწყვეტი კვირის ათვლა საქართველოსთვის დაწყებულია. 15 დეკემბერს უნდა თქვას ევროპულმა საბჭომ მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის შემდგომი გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა სწორედ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ. ეს იქნება საბჭოს ყველაზე რთული შეხვედრა,ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები, რადგან კვირის ბოლოს ყველაფერი ერთად განიხილება; დაფინანსება, გაფართოება და გადაწყვეტილებები, რომლებიც როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ერთიანი დოკუმენტი მოიცავს არამარტო საქართველოს, არამედ მოლდოვისა თუ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ ევროპულ პერსპექტივებსაც. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა , 27-ვე წევრი ქვეყნის დადებითი პასუხი, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა უნგრეთის პოზიციამ კითხვები გააჩინა, რადგან უკრაინის საკითხისადმი უნგრეთის უარყოფითმა პოზიციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მთელ პაკეტს. თუ ორბანი პოზიციას არ შეიცვლის, შესაძლოა ამით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა, შესაბამისად ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეაფერხოს , პროგნოზირებენ ანალიტიკოსები, ამიტომ ახლა ერთადერთ გამოსავალს ჩანიშნული საკითხის განხილვის გადადებაში ხედავენ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი