სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ 2023 წელი გამარჯვებით დაასრულა

10 დეკემბერი 2023, 20:22 623 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ 2023 წელი გამარჯვებით დაასრულა. ირაკლი ნინიძის გუნდი რაგბი დიდი 10 -ის მე-11 ტურის შეხვედრაში სტუმრად „ხვამლს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 44 :17 დაამარცხა.

ბათუმელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდეს. შეხვედრაში დუბლის შესრულება ვიტალი ირემაძემ მოახერხა, თითო თითო ლელო კი ჰენდრიქსის მენაბდისა და სიჭინავას ანგარიშზეა, ხოლო 5 გარდასახვითა და სამი ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს მამუკა ნინიძე დაეხმარა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. ბათუმელები მომდევნო შეხვედრას 2024 წლის იანვარში, შინ “ყაზბეგთან” გამართავენ. შეხვედრის ზუსტი თარიღი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში