ამ დრომდე არ მიუღია და დაუმტკიცებია უმაღლეს საბჭოს რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მოხსენება დაასრულა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 726 მილიონ ლარზე მეტია და როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს,26% -ით მეტია, ვიდრე იყო შარშან. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს. კრიტიკას ვერ მალავენ და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი გათვლილია მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე და არა მოსახლეობის ინტერესებზე. მათ ვერ დაინახეს მაგალითად უმუშევრობის, სიღარიბისა და ემიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული გზები. პროგნოზირებენ, რომ ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, 2024 წლის ბიუჯეტიც წლის ბოლოს სეკვესტრისთვის არის განწირული. რა არგუმენტები აქვს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, რომელიც უმაღლეს საბჭოშია?