რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მედიის ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნები რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.