ვინ იქნება ახალ პარტიაში აჭარიდან?

08 დეკემბერი 2023, 14:57 366 ნახვა

ვინ შეუერთდება ნიკა მელიას ახალ პარტიას აჭარიდან - გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება. დეტალებზე ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი წევრი ჯერ არ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალი პარტიის რიგებში იქნება. იმედი აქვს ოპოზიციურ ფლანგზე მძლავრი პროდასავლური პარტია შეიქმნება. გიორგი კირთაძე ბათუმის საკრებულოს 7 წევრთან ერთად პირველი იყო, ვინც კვირის დასაწყისში ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ დატოვა. პარტიაში არ ელოდებიან, რომ აჭარის ორგანიზაციიდან მელიას გუნდს კიდევ ბევრი შეუერთდება. ამბობენ, რომ ის, რაც მელიამ 9 თვის წინ დაიწყო, ახლა უბრალოდ გააფორმა. მიიჩნევენ, რომ თანაგუნდელების წასვლა დანაკლისია, თუმცა ეს პარტიას ვერ დაასუსტებს და მათი მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში