ქართველმა პარაძიუდოისტებმა ტოკიოს გრანდ სლემზე ხუთი მედალი მოიპოვეს

08 დეკემბერი 2023, 12:43 376 ნახვა

ტოკიოში დასრულდა პარა-ძიუდოისტთა გრანდ სლემის ტურნირი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე გახდა, ზვიად გოგჭურმა, გიორგი ქალდანმა, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა და ინა ქალდანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდა. მომავალ წელს ამ რანგის სამი ტურნირი გაიმართება, რომლებსაც პარიზის პარაოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ექნებათ. ერთ მათგანს თბილისი უმასპინძლებს, დანარჩენები კი გერმანულ ჰაიდელბერგსა და ანტალიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში