ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოს წევრებმა დატოვეს

05 დეკემბერი 2023, 18:04 498 ნახვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 22 წევრიდან 14-მა წევრმა დატოვა. როგორც საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე მაია კალანდიამ განაცხადა, მიზეზი პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მის მიერ გაჟღერებული განცხადებებია. ნაციონალური მოძრაობა დატოვა ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმაც. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი