ნოემბერში უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

05 დეკემბერი 2023, 12:50 517 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი - 120 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. 62 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 58, იმერეთში - 49, სამცხე-ჯავახეთში - 36, გურიაში - 22, შიდა ქართლში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, ქვემო ქართლში კი - 7.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 504 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 59 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 2 793 ფაქტი აღკვეთეს. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 68 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო"- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში