სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა მოქალაქე, მეწარმე მიიღებს სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას - თორნიკე რიჟვაძე

04 დეკემბერი 2023, 16:52 523 ნახვა

კვირის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გვექნება პირველადი ანალიზი მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით, ყველა უწყებამ იმუშავა სტიქიის პირველივე წუთებიდან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველა დაზარალებული მოქალაქე, მეწარმე მიიღებს სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას.

"ყველა უწყებამ იმუშავა სტიქიის პირველივე წუთებიდან. პრაქტიკულად ათწლეულების განმავლობაში, შავიზღვისპირეთში მსგავსი ძლიერი, 8 ბალიანი შტორმი არ ყოფილა. ბათუმი და ქობულეთი მნიშვნელოვნად დაზარალდა, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ზარალი არის გაცილებით ნაკლები. საბედნიეროდ არ გვაქვს შემთხვევები მოქალაქეების დაშავების. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, პარალელურად დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკურ საბჭოზე ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის სწრაფად აღდგენას. კვირის ბოლოსთვის ველოდებით, რომ გვექნება პირველადი ანალიზი მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით და ყველა დაზარალებული მოქალაქე, მეწარმე მიიღებს სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებას,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი