ხალხის დაკვეთა და ამოცანაა, რომ პირსისხლიანი ,,ნაც-ფაშისტური'' რეჟიმი არ დარჩეს პოლიტიკურ ველზე, ეს პროცესი უკვე დასასრულისკენ მიდის - თორნიკე რიჟვაძე

04 დეკემბერი 2023, 16:16 518 ნახვა

ხალხის დაკვეთა და ამოცანაა, რომ პირსისხლიანი ,,ნაც-ფაშისტური'' რეჟიმი არ დარჩეს პოლიტიკურ ველზე და დამტირებელიც აღარ დარჩეთ. ეს პროცესი მიდის უკვე დასასრულისკენ - ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯოდმარემ დღეს ბათუმში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენები.

"რაც შეეხება განდგომილებს, ეს აქტი ვერ შეამსუბუქებს მათ მოღალატეობრივ ბუნებას, მაგრამ ,,ნაცმოძრაობის'' დაშლა გარდაუვალია. ხაბეიშვილი მაშინ შეძლებს გაიმარჯვოს, როცა მზე ამოვა დასავლეთიდან და ზღვები დაშრება"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტიც შეაფასა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინცინდენტი მიუღებელია.

"როცა მტკიცდებოდა ბიუჯეტი, როცა 8 მილიონი ლარით იზრდებოდა  ჯანდაცვისა და სოცილაური მიმართულებით საფინანსო დოკუმენტი, ბოღმისგან დაბერილმა ადამიანებმა გაბედეს და დაიწყეს ჩხუბი, რაზეც მიიღეს ადეკვატური პასუხი. ყველა ჯერზე, როცა ისინი გაბედავენ ასეთი ძალადობით, ჩხუბით მიიქციონ ყურადღება, ჩვენი თანამებრძოლეები გასცემენ მკაცრ და მტკივნეულ პასუხს. ახალი წელი მოდის და ეს ხალხი უნდა განეიტრალდეს პოლიტიკიდან და ის საქმე აკეთონ რაც ყველაზე კარგად გამოსდით, უძველეს პროფესიას უნდა დაუბრუნდნენ, განსაკუთრებით ელგუჯა და მსგავსი პოლიტიკური კარიკატურები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში,"ერთიან ნაციონალურ მოძრაობა"  ე.წ. მელიას ფლანგმა დატოვა. მათ შორის, გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში