შეჯიბრება ჭიდაობაში

03 დეკემბერი 2023, 14:08 556 ნახვა

''იუნესკოს'' მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-4 რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში დასრულდა.

ტურნირი 1 დეკემბერს გაიხსნა და დღეს ოფიციალური ღონისძიებებით დასრულდა. 

რესპუბლიკურ ტურნირში 24 მუნიციპალიტეტის 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრი 7 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.

ღონისძიება აჭარის ქართული ჭიდაობის ორგანიზებით გაიმართა. გამარჯვებულები დღესვე დაჯილდოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი