საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილებით დასრულდა ეუთო-ს მინისტერიალი. მეგობართა ჯგუფის განცხადება რუსეთისადმი მკაცრ მოთხოვნებს და ოფიციალური თბილისის მხარდამჭერ აქცენტებს მოიცავს. ჯგუფის წევრები რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს გმობენ და მოსკოვს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.
ტექსტში ნახსენებია თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც უკანონოდ დაკავებული და მოკლული მოქალაქეების სხვა რეზონანსული საქმეები.
წერილობითი მხარდაჭერის გარდა საქართველოს გამო რუსეთის პირველი დიპლომატი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მონაწილეებმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს და საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენეს.