„იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის“ - მერიამ მონაწილეობით ბიუჯეტის პროექტის განხორციელება დაიწყო. დღეს საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. წევრებმა იმსჯელეს სამომავლო შეხვედრების გრაფიკსა და გეგმებზე. მათ უნდა განსაზღვრონ პროექტების მიღების ვადები და ასევე შერჩევის წესი. რაც შეეხება თანხას, წელს ხელვაჩაურის მერიამ პროექტის „იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის“ ბიუჯეტი 100 ათას ლარამდე გაზარდა. შესაბამისად გაიზრდება პროექტების რაოდენობაც. მონაწილეობას კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლები შეძლებენ, თუმცა ვისი იდეა იქნება უკეთესი, ხელვაჩაურის რომელი სოფლის ან დასახლების, ამას უკვე საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. საბჭო თვითმმართველობის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.