ეუთოს მინისტერიალი - შეფასებები

01 დეკემბერი 2023, 14:05 492 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა. 

აღნიშნა, რომ უკვე 15 წელზე მეტია რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მინისტერიალში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლების ლიდერები კი აცხადებენ, რომ ეს იყო საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრა და ქართულმა მხარემ თავისი ინტერესები სათანადოდ წარმოაჩინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი