პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს მეხიკოსა და სანტიაგოში და სოლიდარობა გამოუცხადეს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს.
მექსიკაში დემონსტრანტებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამზირზე მსვლელობისას ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით "დაასრულეთ გენოციდი" და "გაათავისუფლეთ პალესტინა".
ჩილელი დემონსტრანტები სანტიაგოს ქუჩებში პალესტინის დროშებით მანქანებით გადაადგილდებოდნენ და ღაზის მოსახლეობისთვის მშვიდობის მოთხოვნით ლოზუნგებს სკანდირებდნენ.