მთავრობის მიერ შემუშავებული 9 დათქმასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მმართველ გუნდს საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისკენ მოუწოდებს, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას კი მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით გეგმავს.
საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გასული წლის მსგავსს შეცდომას აღარ გაიმეორებს, და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოტივით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებს.