ინდოეთში 17-დღიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

29 ნოემბერი 2023, 10:18 451 ნახვა

ინდოეთის ჰიმალაის მთებში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენიდან 17 დღის შემდეგ  მაშველებმა  41-ვე მუშა უვნებლად გამოიყვანეს.  მაშველთა ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში  ბურღავდა კლდის ლოდებს, რათა გვირაბიდან მუშები გამოეყვანა.

მუშები ბორბლებიანი საკაცით გამოიყვანეს 90 სმ სიგანის ფოლადის მილით და მთელი პროცესი დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი გაემგზავრებიან თავიანთ მშობლიურ შტატებში მას შემდეგ, რაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ. 

12 ნოემბერს ავტოსაგზაო სამუშაოების დროს უტარახანდის შტატში გვირაბი ჩამოიშალა და შიგ 41 მუშა მოიყოლია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი