ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.