პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებას ურჩია რუსულ პრესას გაეცნოს, რომელშიც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოკავშირედ არის მოხსენიებული.
''ქართული ოცნების'' დეპუტატების ნაწილმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტების მნიშვნელობასა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა განცხადებები.