დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ცოლზე იძალადა და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა ქალმა მიმართა.
ქალზე ძალადობისთვის ბრალდებულს 3 წლამდე პატიმრობა ელოდება.