ლაშა ბექაურის შემდეგ “პსჟ”-ს ძიუდოს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორმა ქართველმა ვარსკვლავმა ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა გააფორმა.
ფრანგულმა ძიუდოს კლუბმა ახალწვეულები უკვე წარადგინა. როგორც ცნობილი ხდება, ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზულ გრანდთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ქართველი ფალავნების დებიუტი პარიზულ კლუბში 9 დეკემბერს, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე შედგება, რომელსაც სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს.
"პსჟ”-სთან კონტრაქტის გაფორმება ქართველ ძიუდოისტებს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობაში ხელს არ შეუშლის.
შეგახსენებთ რომ 2022 წლის საკლუბო ჩემპიონთა ლიგას გორმა უმასპინძლა, სადაც გამარჯვებული ქართული კლუბი "მებრძოლი" გახდა.