ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების გეგმა დღეს გასაჯაროვდება

27 ნოემბერი 2023, 14:15 319 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო სხდომა გაიმართება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

პროცესში ჩართული მხარეები მთავრობის სამოქმედო გეგმას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობა  იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გასულ წელს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს, ევროინტეგრაციის პროცესს საბოტაჟს არ გამოუცხადებს და მათ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ''ქართული ოცნება'' ევროკომისიის 9 დათქმას შეასრულებს, თუმცა ამის მიუხედავად  მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ახლა მთავარი, მეოთხე პუნქტის შესრულებაა, რაც არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს და, რაც მათივე შეფასებით, მოგვიანებით ავტომატურად გახდება მოლაპარაკებების გახსნის წინა პირობა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში