წვიმამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ფოთშიც. კოსტავას ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ნაწილს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, შედეგად კი წყალი ჩავიდა სახლებშიც.
მოსახლეობა დაზიანებულ ინფრასტრუქტურასა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე საუბრობს, სახურავის ფრაგმენტებმა დააზიანა ავტომანქანებიც.