ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების გეგმა დღეს გასაჯაროვდება

27 ნოემბერი 2023, 11:48 486 ნახვა

ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ევროკომისიის 9 დათქმას შეასრულებს, თუმცა ამის მიუხედავად  მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ახლა მთავარი, მეოთხე პუნქტის შესრულებაა, რაც არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს, და რაც მათივე შეფასებით, მოგვიანებით ავტომატურად გახდება მოლაპარაკებების გახსნის წინა პირობა.

საპარლამენტო უმრავლესობა კი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გასულ წელს დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს, ევროინტეგრაციის პროცესს საბოტაჟს არ გამოუცხადებს და მათ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი