ინდოეთის დედაქალაქის ცაზე ძლიერი სმოგი, მდინარეში კი ტოქსიკური ქაფი დაფიქსირდა. ნიუ დელი ჰაერის მრავალწლიანი დაბინძურების კრიზისს ებრძვის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰაერის ხარისხი შედარებით ფაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ცდილობენ მოერიდონ ქუჩაში გასვლას. შვეიცარიული ჯგუფის აი-ქიუ-ეარის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში დელიში ჰაერის ხარისხის ინდექსი 349-ე დონეზეა, რაც საშიშ კატეგორიად მიიჩნევა.
ბოლო კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქის რეიტინგში პაკისტანის ქალაქმა ლაჰორმა გაუსწრო დელის.
ჩრდილოეთ ინდოეთშიჰაერის ხარისხი ყოველწლიურად უარესდება ზამთრის წინ, როდესაც ცივი ჰაერი მავნე ნივთიერებებით:ავტომობილების, სამრეწველო და სამშენებლო მტვრის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვის შედეგად ბინძურდება.