სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის მე-9 ტურის დასკვნით შეხვედრაში, სტუმრად ოზურგეთის „არწივებს“ დაუპირისპირდა და 33:21 დაამარცხა.
ირაკლი ნინიძის გუნდმა მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდო. დუბლის შესრულება ბექა ურჯუკაშვილმა მოახერხა, ხოლო თითო-თითო ლელო კი გიორგი თხილაიშვილის, კობა ბუჯიაშვილის და ლაშა ფოფხაძის ანგარიშზეა.
ამ დროისთვის შავიზღვისპირელები რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 3 დეკემბერს შინ თბილისის „აკადემიის“ წინააღმდეგ გამართავს.