საველე სწავლებები, საბრძოლო სროლები, სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში - მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების ერთთვიანი პროგრამა დაასრულა.
წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.