მწერალთა კავშირის წევრის ლალი ორმოცაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ''პაემანი ზეცაში’’ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ისტორიული და ჰეროიკული ჟანრების ერთობლიობითაა დაწერილი და 1801 წლიდან, გიორგიევსკის ტრაქტადიდან მოყოლებულ პერიოდზე მოგვითხრობს.
აღწერილია ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს, ცხოვრება და საქმიანობა რომლებმაც თავი საფრანგეთს შეაფარეს.
ავტორის თქმით, წიგნი ერთგვარი გზამკვლევია ახალგაზრდებისთვის, რამდენადაც მასში საუბარია ეკლესია-მონასტრებსა და ხუროთმოძღვრების ძეგლებზე.