ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა – ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა „ატალანტას“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.
სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, ბერგამოში საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ხვიჩამ თავური დარტყმით გოლი 43-ე წუთზე გაიტანა.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა. კვარაცხელიამ კი ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და შემდეგ კი ესპანეთთან.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.