"დინამო" ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია.
34-ე ტურის შეხვედრაში ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე "თელავი" 3-0 დაამარცხეს.
ქუთაისში კი "ტორპედომ" "დინამო" თბილისს ფრედ 2-2 ეთამაშა და დედაქალაქები საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა.
გასული 34 ტურის შემდეგ "დინამო" ბათუმი 73 ქულას აგროვებს, ხოლო "დინამო" თბილისი 65-ს და დარჩენილ ორ ტურში ბათუმელებისთვის მიუღწევლები არიან.
შეგახსენებთ, რომ "დინამო" ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ანდრეი დემჩენკოს გუნდს ამ სეზონში მეორე ტიტულის მოპოვების შანსიც ექნება.
6 დეკემბერს "დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.